2026 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 25.3%-ით გაიზარდა და 1,293 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 36.3%-ით 77 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
02.2026
ბათუმში 2026 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,316 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
02.2026
2026 წლის იანვარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა. ზრდა ახალაშენებული ბინების მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა, სადაც ტრანზაქციების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა, ხოლო პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 2.3%-ით შემცირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 1.4%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში.
საცხოვრებელი
02.2026
2026 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,923 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 1.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 11.7%-ით, 232 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
02.2026
ბათუმში 2026 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 27.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციები კი იგივე დარჩა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად 55.6%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია რამდენიმე პროექტში ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი მხოლოდ 3.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მეორეულ ბაზარზე ქართველი მყიდველების რაოდენობამ იკლო და ჩამორჩა უცხოელი მყიდველების რაოდენობას.
საცხოვრებელი
02.2026
2026 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში კი 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 8%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
02.2026
2026 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 12.5%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 19.2%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე მხოლოდ 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.3%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2026
ბათუმში 2025 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 44.2%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 15.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად 75.2%-ით გაიზარდა. მეორეულ ბაზარზე კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე 170 ტრანზაქცია სახელმწიფომ დაირეგისტრირა. მეორეულ ბაზარზე კი ქართველი მყიდველების რაოდენობა არ მომატებულა, და ზრდა მთლიანად უცხოელი მყიდველებით იყო განპირობებული.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 15.4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 10.4%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 2.9%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,495 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 12.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21.8%-ით, 350 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 17.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 21.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 8.2%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2026
2025 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.7%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - მცირე 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა.