ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 1,625 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 26.9%-ით 100 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,178 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 25.2%-ით, 336 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 9.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
11.2025
ბათუმში 2025 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,292 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირდა წლების განმავლობაში გაყიდული ბინები (125-მდე ტრანზაქცია), რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 9.4%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
11.2025
ბათუმში 2025 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 21.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 11.8%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 25.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.3%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 17.4% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.4%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
11.2025
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 5.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 11.6%-იანი ზრდა დაფიქსრიდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 29.2%-ით გაიზარდა და 4,876 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 57%-ით 300 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობამ 1.2%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 5.6%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.9%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, , ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.6% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.6%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,655 ერთეული შეადგინა და წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 17.1%-ით, 827 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.  შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები