ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,437 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21%-ით, 261 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.  შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა. ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-ით გაიზარდა. (პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.) ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.7%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2025
ბათუმში 2025 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,203 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველადი ბაზრით, სადაც საშუალო შეწონილი ფასი 23.6%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში - 1.4%-ით, ხოლო გარეუბანში 3.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
06.2025
ბათუმში 2025 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3.7%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით კლების ტემპი შემცირებულია.
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 8.9%-ით გაიზარდა და 1,354 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 23.7%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
05.2025
2025 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 6.7%-ით შემცირდა და 1,178 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 2.2%-ით 67 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2025
ბათუმში 2025 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,201 აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
05.2025
2025 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით 12.9%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 8.1%-ით მოიმატა. ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქისმასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 13.8%-ით გაიზარდა. (პირველად ბაზარზე ზოგიერთი ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.) ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
05.2025
ბათუმში 2025 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28.2%-იანი კლება დაფიქსირდა.