ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობამ 1.2%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,655 ერთეული შეადგინა და წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 17.1%-ით, 827 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.  შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 37.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 58.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 13.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 8.6%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 22.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 31.8%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 16.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 6%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 27.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,350 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 48.8%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 10.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთიანად დარეგისტრირდა 460-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია ახალ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 14.9%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31.3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 2.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 47.6%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 13.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 5.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 11.6%-იანი ზრდა დაფიქსრიდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა და 1,895 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 68.3%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 5.6%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.9%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, , ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.6% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.6%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა და 1,298 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 36%-ით 80 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.6%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 19.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასის 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი 5.7%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 1.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 20.2%-იანი ზრდა დაფიქსრიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ცენტრში თვის ჭრილში ცოტა რაოდენობის ტრანზაქცია რეგისტრირდება, რის გამოც საშუალო შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად იცვლება.