ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
07.2026
2026 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.3%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 15.4% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11.4%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2026
ბათუმში 2026 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,360 აშშ დოლარი შეადგინა.ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო, სადაც მაჩვენებელმა 17.4%-ით მოიმატა, უნდა აღინიშნოს რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. რაც შეეხება, მეორეულ ბაზარს, აქ საშუალო შეწონილმა ფასმა 11.1%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
07.2026
ბათუმში 2026 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 12.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 6.3%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა 9.8%-ით გაიზარდა პირველად ბაზარზე, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით გაიზარდა და 45% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 50%-მდე შემცირდა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 83% უცხოელ მყიდველებზე მოდის.
საცხოვრებელი
07.2026
ბათუმში 2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა 24.5%-ით გაიზარდა მეორეულ ბაზარზე, ხოლო პირველად ბაზარზე 0.8%-იანი კლება დაფიქსირდა. უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 49%-მდე შემცირდა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 87% უცხოელ მყიდველებზე მოდის.
საცხოვრებელი
07.2026
2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 10.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.5%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 14.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.5%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2026
2026 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ივნისთან შედარებით ქალაქის ცენტრში 23.5%-ით, ფართო ცენტრში 22.4%-ით, ხოლო გარეუბანში 10.1%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 18.9%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, ძველ პროექტებში ფასების მნიშვნელოვანი ზრდაზე გავლენას ახდენს დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა.
საცხოვრებელი
07.2026
ბათუმში 2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის ივნისთან შედარებით 22.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,455 აშშ დოლარი შეადგინა.ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო, სადაც მაჩვენებელმა 30.4%-ით მოიმატა, უნდა აღინიშნოს რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას, ამასთანავე, დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირიანი პროექტის ტრანზაქცია. რაც შეეხება, მეორეულ ბაზარს, აქ საშუალო შეწონილმა ფასმა 13.7%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
07.2026
2026 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა და 1,468 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 28.2%-ით 100 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2026
2026 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,484 ერთეული შეადგინა და გასული წლის ივნისთან შედარებით 34.7%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 53.9%-ით, 387 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით ქალაქის ცენტრში 23.5%-ით, ფართო ცენტრში 3%-ით, ხოლო გარეუბანში 11.6%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 16%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრში ფასების მნიშვნელოვანი ზრდაზე გავლენას ახდენს დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა.
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,787 ერთეული შეადგინა და გასული წლის მაისთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 32.4%-ით, 334 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა. 
საცხოვრებელი
06.2026
2026 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10.6%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 29.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის ცენტრში ფასებმა ძირითადად პირველადი ბაზრის ხარჯზე მოიმატა, რადგან ერთდროულად დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციები. ხოლო, მეორეულ ბაზარზე ქალაქის ცენტრში 11.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 14.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.