ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 1%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
01.2025
ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
01.2025
ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,114 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ით, კვ.მ.-ზე 985 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია პირველადი ტრანზაქციების (დეველოპერის მიერ გაყიდვები) 26%-იან ზრდასთან, (მეორეული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა). გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,284 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 12%-ით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს თბილისში ახალ პროექტებში გასულ წელთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობის 8.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 19%-ით, 1,426 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 28%-ით გაიზარდა და 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,039 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 16%-ით, 292 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.