2023 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,540 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 7%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 7%-ით, 189 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
საცხოვრებელი
07.2023
2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, 7,890 ერთეულამდე.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად, 81%-ით გაიზარდა. მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, ეკონომ სეგმენტში კი 3%-იანი კლება ფიქსირდება.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2023
2023 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით, 8,160 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2023
2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა 1,626 ერთეულამდე.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 21% და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2023
2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 20,026 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, უმნიშვნელოდ, 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 1.1 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
საცხოვრებელი
07.2023
2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა.