ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
07.2023
2023 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით, 8,160 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად, 81%-ით გაიზარდა. მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, ეკონომ სეგმენტში კი 3%-იანი კლება ფიქსირდება.
საცხოვრებელი
07.2023
ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2023
2023 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,515 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 8%-ით, 195 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2023
2023 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი
06.2023
2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 14%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 42% და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
06.2023
2023 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 2% და 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
06.2023
2023 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 2% და 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
06.2023
2023 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 8%-ით, 1,361 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 3%-ით 63 მილიონ აშშ დოლარამდე არის გაზრდილი.
საცხოვრებელი
06.2023
ბათუმში 2023 წლის მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6%-იანი კლება დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
06.2023
ბათუმში 2023 წლის მაისში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 25%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 18% და 13%-იანი კლება დაფიქსირდა.