ბათუმში 2022 წლის დეკემბერში ტრანზაქციების რაოდენობა ახალაშენებულ მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მნიშვნელოვნად, 53%-ით და 185%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 758 ერთეული შეადგინა.
საცხოვრებელი
01.2023
ბათუმში 2022 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 23%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 912 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 9%-ით, 659 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2023
2022 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,967 ერთეული შეადგინა და 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 33.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის დეკემბერში მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერის მიერ ტრანზაქციების ერთიანად დარეგისტრირებით. ბაზრის ზომას რაც შეეხება, მაჩვენებელი 53%-ით, 217 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2023
2022 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში 2019 წლის დეკემბერთან შედარებით ტრანზაქციების 40%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 21%-ით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი
01.2023
2022 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გასამმაგდა, მედიუმ სეგმენტში კი 820 ერთეული დარეგისტრირდა, რაც ორჯერ მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 15%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2023
2022 წლის დეკემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 14%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში - 22%-ით, გარეუბნებშიკი 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2023
2022 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 15%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 1% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
12.2022
2022 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 28%-ით, 214 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
საცხოვრებელი
12.2022
2022 წლის ნოემბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი
12.2022
2022 წლის ნოემბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი
12.2022
2022 წლის ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 15%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 13%-ით, ქალაქის ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
12.2022
2022 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.