ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,695 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 31%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2022
თბილისში 2022 წლის ივლისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 20%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 13%-ით არის გაზრდილი.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 159%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის ფართო ცენტრში - 19%-ით, გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 7% და 13%-ით.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, ძველ ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი თბილისის ცენტრში 10%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი - 1%-ითა და 8%-ით.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 16%-ით, 59 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, ძველ ბინებზე კი 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტში და 648 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა პრემიუმ სეგმენტებში 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივლისში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 811 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაშიც იგივე ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 618 აშშ დოლარს გაუტოლდა.
საცხოვრებელი
07.2022
2022 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 17%-ით, 1,504 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 18%-ით 63 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2022
2022 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,660 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 24%-ით, 193 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.