ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
08.2024
2024 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,597 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 10%-ით, 242 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 
საცხოვრებელი
08.2024
2024 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
08.2024
2024 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
08.2024
2024 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 5%-ით, 1,247 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16%-ით გაიზარდა და 68 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
08.2024
ბათუმში 2024 ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 36%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
08.2024
2024 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2024
ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,098 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, კვ.მ.-ზე 1,037 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2024
ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
07.2024
2024 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 19%-ით, 1,105 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 13%-ით იკლო და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
07.2024
2024 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2024
2024 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,049 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 21%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 13%-ით, 212 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. 
საცხოვრებელი
07.2024
2024 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,477 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 5%-ით, 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.