ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 3.2%-ით, 1,049 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 17.4%-ით 57 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 10.4% და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
02.2025
ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,130 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16.2%-ით, კვ.მ.-ზე 1,100 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2024 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 29.2%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა 29.2%-ზე დიდი კლება 2012 წლიდან მხოლოდ პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
02.2025
2025 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 8.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 5.8%-ით მოიმატა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის იანვარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 7.1%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
02.2025
ბათუმში 2025 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 19%-ით, 1,426 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 28%-ით გაიზარდა და 76 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
01.2025
ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 16%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 41,284 ერთეული შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 12%-ით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
საცხოვრებელი
01.2025
ბათუმში 2024 წლის დეკემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,114 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.2%-ით, კვ.მ.-ზე 985 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
01.2025
2024 წელს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2023 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.