ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,327 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 55.1%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის სექტემბერში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 17.6%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა და 1,895 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 68.3%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 29.2%-ით გაიზარდა და 4,876 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 57%-ით 300 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2025
2025 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 5.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
10.2025
ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 27.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,350 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 48.8%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 10.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთიანად დარეგისტრირდა 460-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია ახალ პროექტებში საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 14.9%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა კი 15.3%-ით შემცირდა.
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.6%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 19.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასის 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი 5.7%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
09.2025
ბათუმში 2025 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 24.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,358 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (39.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (9.5%). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის აგვისტოში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 11.8%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა და 1,298 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 36%-ით 80 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საცხოვრებელი
09.2025
ბათუმში 2025 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 16.5%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19.4%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,889 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 8.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 0.7%-ით, 225 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.   შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
09.2025
2025 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 1.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 20.2%-იანი ზრდა დაფიქსრიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ცენტრში თვის ჭრილში ცოტა რაოდენობის ტრანზაქცია რეგისტრირდება, რის გამოც საშუალო შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად იცვლება.